სატელეფონო ცენტრის სათადარიგო ოპერატორი
13-08-2026 - 14-09-2026
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის სათარადიგო ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე: მხოლოდ კვირა (საჭიროების მიხედვით, სათადარიგო ოპერატორი ცვლის სხვა თანამშრომელს, როგორც ღამის, ასევე დღის ცვლაში, რაც დამატებით ანაზღაურდება).
  • სამუშაო საათები: 11:00 – 21:00 (1 საათი შესვენება)
  • ანაზღაურება: 400 ლარი (ნეტი)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მიღება და მართვა;
  • კომპანიის შიდა ზარების მიღება და მართვა - შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურულ ერთეულისთვის /თანამშრომლისთვის დაფიქსირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
  • სატელეფონო კომუნიკაციისას არსებული სტანდარტების დაცვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება და წერა;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება ვაკანსიის შესაბამის პოზიციაზე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.

„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!