კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი - 4 დღეში ერთხელ (თვეში მხოლოდ 7-8 სმენა სამუშაოდ)
ანაზღაურება: ფიქსირებული 870/920/1020 + ბონუსი
ბენეფიტები: 2250 ლარით - სწავლის დაფინანსება სტუდენტებისთვის, უფასო სამგზავრო ბარათი, დაზღვევა, Fitpass.
სამუშაო ადგილი: საქართველოს მასშტაბით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგება/შევსება;
- პროდუქციის ვადიანობის კონტროლი;
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- მომხმარებლისთვის აქციების შეთავაზება;
- სწრაფი კვების პროდუქციის მომზადება მომხმარებლის მოთხოვნისამებრ;
- სალარო ოპერაციების სიზუსტით შესრულება;
- მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- თავაზიანი და პოზიტიური დამოკიდებულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტაციის უნარი;
- ენერგიულობა და მოტივაცია.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.
„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!