ტექნიკური სპეციალისტი
19-08-2026 - 19-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (დასვენების დღეები: შაბათი-კვირა)

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • სანტექნიკური სამუშაოები: წყალმომარაგების და საკანალიზაციო მილების, ვენტილების, წყლის გამათბობლის შეკეთება/შეცვლა.
  • შენობა-ნაგებობების გადახურვა და მოვლა: სახურავის, წყალმიმღები მილებისა და ღარების შეკეთება, წმენდა.
  • ავეჯისა და კარებების შეკეთება: კარების საკეტები, პეტლები, MDF კარებები, ავეჯის კარადები, თაროები, უჯრები.
  • სამშენებლო მხარდაჭერა: ფილების, ფეხსაწმენდების, ვიტრაჟების, ფასადების, სავალი ნაწილის შეკეთება; ნაგვისა და არხების წმენდა; მიწის სამუშაოები; მილების და განათების ბოძების შეღებვა.
  • გათბობა-გაგრილების სისტემებისა და მაცივრების მოვლა: დახლ-მაცივრის კარების შეკეთება, კონდენციონერის ფილტრების და ჰაერგამწოვის წმენდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია: B კატეგორიის მართვის მოწმობა, პირადი ავტომობილი, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, ელფოსტისა და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამუშაო საათებით  მუშაობის შესაძლებლობა
  • მივლინებებაში სიარულის შესაძლებლობა (იმერეთი და სამეგრელო).

შეთავაზებული პაკეტი:

  • მობილური კავშირის ხარჯის ანაზღაურება.
  • ავტომობილის იჯარა.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • სამუშაო ინსტრუმენტებითა და უნიფორმით უზრუნველყოფა.
  • მივლინებისა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება.
  • სადღესასწაულო და არასამუშაო დღეებში ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.

„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!