სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელი
სამუშაო დრო:
- სამუშაო დღე: მხოლოდ კვირა
- სამუშაო საათები: 11:00 – 21:00
- შესვენება: 1 საათი
- ანაზღაურება: 400 ლარი (ნეტი)
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება
- კომპანიის შიდა ზარების მართვა და ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლისთვის/სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა
- სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებების მართვა
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
- მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება
ძირითადი მოთხოვნები:
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- Კომპანიაში არსებულისატელეფონო კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერა
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც)
- Სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია:
სატელეფონო ცენტრის სხვა ოპერატორების არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, ბიულეტინი და სხვა), სათადარიგო ოპერატორი უზრუნველყოფს მათ ჩანაცვლებას. დამატებითი სამუშაო საათები ანაზღაურდება მომატებული კოეფიციენტით.
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები