მოგესალმებით,
კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), საგარეჯო, ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00–18:00
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (შაბათ-კვირის გარდა)
ანაზღაურება და ბენეფიტები
- ფიქსირებული ხელფასი 1000–1050 ლარი + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სტაჟის დანამატი;
- სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება 2250 ლარამდე.
ძირითადი მოვალეობები
- ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლებზე უშუალო ზედამხედველობა;
- ცვლის გადაბარება;
- საწვავის მიღების პროცესის კონტროლი;
- პლატფორმაზე არსებული პროდუქციის კონტროლი;
- რეზერვუარებში საწვავისა და წყლის დონის აზომვა;
- ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სპეციალური ჟურნალების (საგადასახადო ჟურნალების) შევსება;
- საწვავის ტალონების დახარისხება და შენახვა;
- საჭიროების შემთხვევაში ოპერატორების დახმარება და საწვავის ჩასხმა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სამუშაო პროცესების კონტროლისა და მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია.
გისურვებთ წარმატებას!