კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება:
- გამოსაცდელ პერიოდში, პირველი 6 თვის განმავლობაში - 1 400 ლარი;
- გამოსაცდელი პერიოდის, 6 თვის შემდეგ - 1 600 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შიდა ქსელის მონტაჟი, ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება და დაზიანებების აღმოფხვრა;
- კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია და გამართვა;
- ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
- საოფისე კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და დახმარების გაწევა;
- IT მიმართულებით ოფისების, ფილიალების, მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური ინციდენტებისა და პრობლემების მოგვარება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური და პროგრამული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული ტექნიკისა და Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა;
- კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
- კომპიუტერული მოწყობილობებისა და პერიფერიული ტექნიკის გამართვის ცოდნა;
- ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
- სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.
„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!