Product Owner
21-10-2026 - 21-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას Product Owner-ის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 09:30 – 18:30
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის მიმართულების Backlog-ის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნეს-ღირებულების მიხედვით;
  • ბიზნეს-დეპარტამენტებისა და მომხმარებლების მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და ტექნიკურ დავალებებად ჩამოყალიბება;
  • User Story-ების მომზადება მკაფიო Acceptance Criteria-ით და გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით;
  • დასრულებული დავალებების შემოწმება და მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
  • ვებ და მობილურ არხებზე მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • ბიზნეს-პროცესების ანალიზი, აღწერა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • სპრინტების დაგეგმვასა და დემოებში მონაწილეობა, ცვლილებების კომუნიკაცია;
  • დიზაინერებთან და დეველოპერებთან თანამშრომლობა პროდუქტის გადაწყვეტების ფორმირებისთვის;
  • სხვა Product Owner-ებთან კოორდინაცია პროდუქტებს შორის დამოკიდებულებების მართვის მიზნით;
  • პროდუქტის წარმატების მეტრიკების განსაზღვრა და რელიზის შემდგომი შედეგების შეფასება.

მოთხოვნები:

  • Product Owner-ის ან Business Analyst-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით;
  • ვებ და/ან მობილური აპლიკაციის პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება;
  • E-commerce, B2C ან B2B პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;
  • მოთხოვნების დოკუმენტირების უნარი, მათ შორის User Story-ების, პროცესის დიაგრამებისა და Wireframe-ის დონის ესკიზების მომზადება;
  • პროდუქტის ანალიტიკასა და მეტრიკებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური ტერმინოლოგიის ცოდნა, მათ შორის API, ინტეგრაცია, მიგრაცია და ტექნიკური ვალი;
  • API დოკუმენტაციის (Swagger/Postman) წაკითხვისა და გაგების უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად მეტყველებისა და წერის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • Linux-ის, სერვერული გარემოსა და ქსელების საფუძვლების ცოდნა;
  • ფართო აუდიტორიაზე გათვლილ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება;
  • ERP, ფინანსურ ან სააღრიცხვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.

„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!