კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მხარდაჭერის სპეციალისტის
პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (დასვენება -კვირაში 2 დღე)
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- სანტექნიკური სამუშაოები: წყალმომარაგების და საკანალიზაციო მილების, ვენტილების, წყლის გამათბობლის შეკეთება/შეცვლა.
- შენობა-ნაგებობების გადახურვა და მოვლა: სახურავის, წყალმიმღები მილებისა და ღარების შეკეთება, წმენდა.
- ავეჯისა და კარებების შეკეთება: კარების საკეტები, პეტლები, MDF კარებები, ავეჯის კარადები, თაროები, უჯრები.
- სამშენებლო მხარდაჭერა: ფილების, ფეხსაწმენდების, ვიტრაჟების, ფასადების, სავალი ნაწილის შეკეთება; ნაგვისა და არხების წმენდა; მიწის სამუშაოები; მილების და განათების ბოძების შეღებვა.
- გათბობა-გაგრილების სისტემებისა და მაცივრების მოვლა: დახლ-მაცივრის კარების შეკეთება, კონდენციონერის ფილტრების და ჰაერგამწოვის წმენდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია: B კატეგორიის მართვის მოწმობა, პირადი ავტომობილი, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, ელფოსტისა და ინტერნეტის გამოყენების უნარი.
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამუშაო საათებით მუშაობის შესაძლებლობა.
- მივლინებაში სიარულის შესაძლებლობა.
შეთავაზებული პაკეტი:
- მობილური კავშირის ხარჯის ანაზღაურება.
- ავტომობილის იჯარა.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- სამუშაო ინსტრუმენტებითა და უნიფორმით უზრუნველყოფა.
- მივლინებისა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება.
- სადღესასწაულო და არასამუშაო დღეებში ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.
„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!