კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (დასვენების დღეები: შაბათი-კვირა).
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და შესაბამისი ფაილების წარმოება;
- ანალიტიკური პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირება;
- მონაცემთა ბაზების ანალიზი და შედეგების შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება;
- სხვადასხვა დეპარტამენტის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- პროგნოზების მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;
- ბონუსების კალკულაცია და გეგმების განსაზღვრა;
- მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა;
- საჭიროების მიხედვით, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მსგავსი მიმართულებით;
- სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
- მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Power BI-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- 1C/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან საბაზისო ცოდნა (სასურველია);
- მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და პროაქტიული მიდგომა;
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური თანამშრომლობის უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და ადაპტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.
„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!