კორპორატიული გაყიდვების ოპერატორი
10-09-2026 - 10-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; ყოველ მეორე შაბათს: 10:00–14:00
  • ანაზღაურება: 1 465 ლარი (NET)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

  • საწვავის ტალონების გადაცემასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ყოველდღიურად შესრულება;
  • შესაბამისი საგადასახადო და შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • ტალონების რეალიზაცია და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
  • ინვოისების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • რეალიზაციისა და დებიტორული დავალიანებების შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
  • ტალონების კონტრაგენტების მიერ განხორციელებული საბანკო ჩარიცხვების პროგრამაში ასახვა;
  • საწარმოს კომერციული ინტერესების დაცვა და კომპანიის იმიჯზე ზრუნვა;
  • ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დროულად და ჯეროვნად შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება და კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერისა და დახმარების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება, ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა;
  • საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინვოისებთან, ანგარიშ-ფაქტურებთან, ხელშეკრულებებსა და საბანკო ოპერაციებთან მუშაობის ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფქტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და ყურადღება დოკუმენტაციის წარმოებისას;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.

„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!