კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ტექნიკოსის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ; (შაბათი-კვირა დასვენება);
- ანაზღაურება: 1 400 ლარი;
- ადგილმდებარეობა: ლილოს დასახლება, დავით ბოხუას მე-2 ჩიხი, N5.
ძირითადი მოვალეობები:
- დიაგნოსტიკა: დაზიანებული ტექნიკის პირველადი შეფასება, დიაგნოსტიკა და დახარისხება; (ტოსტერი, ბლენდერი, ღუმელი).
- დაგეგმვა: ტექნიკოსთან კოორდინაციით ყოველდღიური სამუშაო გეგმის ეფექტიანად დაგეგმვა და განაწილება;
- შეკეთება: ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების პროცესში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მულტიმეტრთან და ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება (სასურველია);
- პუნქტუალურობა, დეტალებისადმი ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი.
შეთავაზებული პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაოდ საჭირო ყველა თანამედროვე ხელსაწყოსა და ინვენტარი;
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემო;
- კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.
„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!