ფოტო
IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-28 - 2026-11-28
კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელი.სამუშაო გრაფიკი: სრულიანაზღაურება:გამოსაცდელ პერიოდში, პირველი 6 თვის განმავლობაში - 1 400 ლარი;გამოსაცდელი პერიოდის, 6 თვის შემდეგ - 1 600 ლარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:შიდა ქსელის მონტაჟი, ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება და დაზიანებების აღმოფხვრა;კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია და გამართვა;ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;საოფისე კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;თანამშრომლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და დახმარების გაწევა;IT მიმართულებით ოფისების, ფილიალების, მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური ინციდენტებისა და პრობლემების მოგვარება;უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური და პროგრამული დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები:აუცილებელია, IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;კომპიუტერული ტექნიკისა და Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა;კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;კომპიუტერული მოწყობილობებისა და პერიფერიული ტექნიკის გამართვის ცოდნა;ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.გისურვებთ წარმატებას!
Product Owner
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-21 - 2026-11-21
კომპანია „გალფი“ აცხადებს ვაკანსიას Product Owner-ის პოზიციაზე.სამუშაო პირობები:სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევისამუშაო საათები: 09:30 – 18:30 ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელიძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:პროდუქტის მიმართულების Backlog-ის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნეს-ღირებულების მიხედვით;ბიზნეს-დეპარტამენტებისა და მომხმარებლების მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და ტექნიკურ დავალებებად ჩამოყალიბება;User Story-ების მომზადება მკაფიო Acceptance Criteria-ით და გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით;დასრულებული დავალებების შემოწმება და მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;ვებ და მობილურ არხებზე მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებაზე მუშაობა;ბიზნეს-პროცესების ანალიზი, აღწერა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;სპრინტების დაგეგმვასა და დემოებში მონაწილეობა, ცვლილებების კომუნიკაცია;დიზაინერებთან და დეველოპერებთან თანამშრომლობა პროდუქტის გადაწყვეტების ფორმირებისთვის;სხვა Product Owner-ებთან კოორდინაცია პროდუქტებს შორის დამოკიდებულებების მართვის მიზნით;პროდუქტის წარმატების მეტრიკების განსაზღვრა და რელიზის შემდგომი შედეგების შეფასება.მოთხოვნები:Product Owner-ის ან Business Analyst-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით;ვებ და/ან მობილური აპლიკაციის პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება;E-commerce, B2C ან B2B პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება;Agile/Scrum მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;მოთხოვნების დოკუმენტირების უნარი, მათ შორის User Story-ების, პროცესის დიაგრამებისა და Wireframe-ის დონის ესკიზების მომზადება;პროდუქტის ანალიტიკასა და მეტრიკებთან მუშაობის გამოცდილება;ტექნიკური ტერმინოლოგიის ცოდნა, მათ შორის API, ინტეგრაცია, მიგრაცია და ტექნიკური ვალი;API დოკუმენტაციის (Swagger/Postman) წაკითხვისა და გაგების უნარი;ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად მეტყველებისა და წერის უნარი.უპირატესობად ჩაითვლება:Linux-ის, სერვერული გარემოსა და ქსელების საფუძვლების ცოდნა;ფართო აუდიტორიაზე გათვლილ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება;ERP, ფინანსურ ან სააღრიცხვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.„გალფი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.გისურვებთ წარმატებას!